ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
დავით მუსხელიშვილი
ისტორიკოსი, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი
1956-1960 წლებში იყო ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი, ხოლო 1960 წლიდან — უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი. 1967 წლიდან იმავე ინსტიტუტის ისტორიული გეოგრაფიის განყოფილების ხელმძღვანელი. 1999-2006 წლებში იყო ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი.
2001 წლიდან არის საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან არსებული ქრისტიანული კვლევის საერთაშორისო ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. 2006 წლიდან — ისტორიის, ეთნოლოგიისა და რელიგიის შესწავლისა და პროპაგანდის ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე.
2007 წლიდან — საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის კომისიის თავმჯდომარეა.