ღონისძიება, სახელწოდებით „ის, რაც გვაერთიანებს“
2026 წელს საქართველო აღნიშნავს ქართლის მოქცევისა და ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების1700 წლის იუბილეს. ეს ისტორიული მოვლენა ქართველი ერის სულიერი, კულტურული და ეროვნული თვითმყოფადობის ქვაკუთხედია, რომელმაც საუკუნეების განმავლობაში განსაზღვრა ჩვენი ქვეყნის ისტორია.
2 სექტემბერს თბილისში პირველი საზეიმო საღამო გაიმართა, რომელიც მიეძღვნა ქრისტიანული ერთობის1700-წლისთავს. ღონისძიება, სახელწოდებით „ის, რაც გვაერთიანებს“, გახდა ქართული რწმენის, ერთიანობის და ფასეულობების ზეიმი.
ღონისძიებას ესწრებოდნენ მეცნიერები , კულტურის მოღვაწეები, საერო და სასულიერო პირები. სიტყვით გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ქართული სულიერი მემკვიდრეობის მნიშვნელობას, რომელიც დღესაც გვაძლევს ძალას და მომავლის იმედს გვიძლიერებს.