დღეს, 9 ოქტომბერს, ქართველი მართლმადიდებელი მორწმუნეები განსაკუთრებულ თარიღს, ივერიის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის საქართველოში ჩამოსვენების დღესასწაულს აღვნიშნავთ.
1989 წლის 26 სექტემბერს, ათონის ივერთა მონასტრიდან თბილისში ჩამოასვენეს ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის, პორტაიტისას ასლი, რომელიც წმინდა მთის ბერებმა შეასრულეს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და ქართველი ერისადმი სიყვარულისა და მადლიერების გამოსახატავად.
მთელი საქართველო ზეიმობდა ამ დღეს. ერის იმდროინდელ გაჭირვებაში ივერიის მფარველი ხატის ჩამობრძანება ყველამ ზეციურ კურთხევად აღიქვა და ეს დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც დღესასწაული.
ხატი, დღემდე ,თბილისის სიონის საკათედრო ტაძარშია დაბრძანებული.