პატარა ნინოს დიდი მოგზაურობა

პატარა ნინოს დიდი მოგზაურობა

კონკურსის ფარგლებში მშობელი ბავშვს მოუყვება წმინდა ნინოს შესახებ (ბავშვებისთვის

მოსაყოლი პატარა ამბები შეგიძლიათ იხილოთ გვერდის ბოლოს, ჩამოსატვირთ ფაილში),

გააცნობს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან ეპიზოდებს და დაეხმარება მოსმენილი ამბის უკეთ

გააზრებაში.

ბავშვმა უნდა აირჩიოს ერთი თემატური მიმართულება და საკუთარი წარმოსახვისა და

შთაბეჭდილებების მიხედვით შექმნას ნახატი:
 

1. პატარა ნინოს ოცნება, სიზმარი და ვაზის ჯვარი;

2. ჯავახეთი - წმ. ნინოს საქართველოში შემოსვლა;

3. მცხეთაში ჩასვლა - სამეფო ბაღი, მაყვლოვანი და კეთილისაქმეები;

4. დედოფალი ნანა, თხოთის მთის საოცრება და მეფე მირიანი;

5. სვეტიცხოვლის სასწაული და მირონმდინარე სვეტი;
 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ერთი მონაწილე ირჩევს ერთ თემას და წარადგენს ერთ

ნახატს. კონკურსის მიზანი არ არის კონკრეტული სცენის ზუსტად ან

რეალისტურად დახატვა. ბავშვს შეუძლია, მოსმენილი ამბავი საკუთარი წარმოსახვისა

და ხედვის მიხედვით გადმოსცეს.
 

კონკურსის მიზანი:

კონკურსის მიზანია, ბავშვებმა მშობლის დახმარებით გაიცნონ წმინდა ნინოს ცხოვრების

მნიშვნელოვანი ეპიზოდები, აღმოაჩინონ მათში სიკეთის, რწმენის, სიმამაცისა და

სიყვარულის მნიშვნელობა და საკუთარი წარმოსახვით შექმნილი ნახატით გამოხატონ,

როგორ აღიქვეს ეს ამბავი.
 

კონკურსის ამოცანები:

1. ბავშვებისთვის წმინდა ნინოს ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდების ასაკის შესაბამისი

ფორმით გაცნობა;

2. მშობლისა და ბავშვის ერთობლივი შემოქმედებითი პროცესის წახალისება;

3. მოსმენილი ისტორიის გააზრებისა და საკუთარი შთაბეჭდილებების ვიზუალურად

გამოხატვის ხელშეწყობა;
4. ბავშვებში შემოქმედებითი აზროვნების, წარმოსახვისა და თვითგამოხატვის უნარების

განვითარება;

5. ქართული ქრისტიანული კულტურისა და ისტორიისადმი ინტერესის გაღვივება.
 

შეფასება:

შეფასებისას ყურადღება მიექცევა ბავშვის შემოქმედებით მიდგომას, წარმოსახვას, თემის

ინდივიდუალურ აღქმასა და მის ვიზუალურ გამოხატვას.
 

მონაწილეობის პირობები:

კონკურსი გათვლილია 3-7 წლამდე ბავშვებისათვის. 
კონკურსში მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია, რომ მშობელმა საკუთარ Facebook გვერდზე საჯაროდ ატვირთოს ბავშვის ნახატი, აღწერაში 
მონიშნოს ჩვენი გვერდი (@ქრისტიანული ერთობა 1700) და ლინკი გამოაგზავნოს ჩვენს FB-ზე შეტყობინების სახით. 
ასევე, მიუთითეთ ბავშვის სახელი, გვარი და ასაკი. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ პოსტი უნდა იყოს საჯარო და შეინახოთ ნახატი კონკურსის დასრულებამდე.

 

ვადები:

ნახატების ატვირთვა შესაძლებელია 5 ოქტომბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით.

კონკურსის შედეგები და გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართება 2026 წლის

დეკემბერში.
 

სასაჩუქრე პრიზები:

გამარჯვებულებს გადაეცემათ სამხატვრო ნაკრებები და საბავშვო შემეცნებითი წიგნები,

ასეევე შერჩეული საუკეთესო ნამუშევრები და პატარა ავტორების სახელები შევა სპეციალურ

საიუბილეო კატალოგში, რომელიც 1700 წლისთავს მიეძღვნება.

DOCX
წმ. ნინოს ცხოვრება_ეპიზოდები ბავშვებისთვის.docx
ფაილის ჩამოტვირთვა