საზეიმო შეხვედრა ქუთაისში
ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს აღსანიშნავად საღამოებისა და შეხვედრების ციკლის ფარგლებში ქუთაისში საზეიმო საღამო გაიმართა
ეს ინიციატივა გვაძლევს შესაძლებლობას, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ჩვენი ქვეყნისა და ერის ისტორია დავაფასოთ წინაპრების ღვაწლი და შევიტანოთ ჩვენი წვლილი ამ საიუბილეო წლის ღირსეულად აღნიშვნაში.
ქართლის მოქცევის 1700 წლისთავი გვახსენებს, როგორ შეინარჩუნა ქართველმა ერმა სულიერი, კულტურული და ეროვნული ერთობა. გამოვიყენოთ საიუბილეო წელი ჩვენი ეროვნული თვითმყოფადობის გამყარებისა და მშვიდობიანი მომავლის მხარდასაჭერად.
შემოგვიერთდით, ვაშენოთ ის, რაც გვამთლიანებს, გვახსოვდეს ის, რაც გვაერთიანებს!